22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
აშშ ესპანეთში, ჩრდილოეთ კორეის საელჩოზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

შეერთებული შტატები ესპანეთში ჩრდილოეთ კორეის საელჩოზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

ინციდენტი 22 თებერვალს მოხდა. 10 კაციანი ჯგუფი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში შეიჭრა და თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა. მომხდარის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ესპანეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ერთი თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. ის მექსიკელია და შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

სამართალდამცველებმა ისიც გაარკვიეს, რომ ეჭვმიტანილი თავდასხმის შემდეგ FBI-ს დაუკავშირდა და ინციდენტზე ინფორმაცია მიაწოდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარი კიმ ჩენ ინის რეჟიმის დამხობის გეგმის ნაწილი იყო.

დღის ამბები