28 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
სოცმუშაკების ექვსი ძირითდი მოთხოვნა - გაფიცვიდან მეოთხე დღეს სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ხვდებიან

სოციალური მუშაკები გაფიცვიდან მეოთხე დღეს ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლითაც პრობლემების გადაჭრას გეგმავს. თავის მხრივ სოციალური მუშაკები 6 ძირითად მოთხოვნას აყენებენ, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

„ჩვენ მოვისმენთ მინისტრის შემოთავაზებას, თვითონ რა შემოთავაზება აქვს ჩვენთან, რომ შეწყდეს ჩვენი გაფიცვა და ასევე, შევთავაზებთ ჩვენს პუნქტებს. ეს პუნქტები არის კადრების დამატება ისე, რომ მოხდეს საქმეების განახევრება. ისე, რომ 50 საქმეზე მაინც დავიდეს. ეს არის დაუყოვნებლივი რომ დაემატოს ფსიქოლოგები და იურისტები. ვიყოთ უზრუნველყოფილი ტრანსპორტით და ჩვენი ხელფასი გაუთანაბრდეს სხვა უწყებებში მომუშავე სოციალური მუშაკების ხელფასს,“-განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა.

შეხვედრა დახურულია. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა შეწყვეტენ თუ არა სოცმუშაკები გაფიცვას.

დღის ამბები