03 მაისი 2024,   10:21
ვრცლად
მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება - ელისაბეთ რუდი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში, სადაც ჰიბრიდული ომსა და ამ ომში დესტრუქციული ძალების ჩართულობაზეა საუბარი, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ელიზაბედ რუდი ეხმაურება. 

ელისაბედ რუდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოკუპანტს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან.

"რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ჩვენ ამ მოცემულობას ვგმობთ. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა ამ ტერიტორიებთან,“-განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ ელიზაბედ რუდი.

დღის ამბები