26 აპრილი 2024,   21:56
ვრცლად
მგზავრობა სიცოცხლის რისკის ფასად - მეტრო გოცირიძის სამატარებლო ხიდი დანგრევის პირასაა

მეტრო გოცირიძეზე მგზავრების გადაადგილება შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. წინასწარი მონაცემებით, სამატარებლო ხიდის ერთ-ერთმა საყრდენმა ბოძმა ცვლილება განიცადა და რამდენიმე მილიმეტრით არის დაწეული.

მიუხედავად ამისა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს მეტროს მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. თუმცა სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეები გააფრთხილა, რომ მეტრო გოცირიძეზე შეზღუდული სიჩქარით გადაადგილდნენ. ამ ეტაპზე მეტროპოლიტენი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

„2018 წელს ჩვენს მიერ მოხდა აზომვები. იქ დაფიქსირდა 2 მილიმეტრიანი სხვაობა რის შედეგადაც დაუკვეთეთ მოკვლევა სამხარაულს. სამხარაულმა კონკრეტული აზომვების შემდეგ დადო დასკვნა, რომ არსებული მდგომარეობა გამოწვეულია ნიადაგის დასველებისგან და განიცადა მინიმალური ჯდომა. რის შედეგადაც მოხდა სიჩქარის შეზღუდვა 20 კილომეტრს საათამდე. გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა. დღევანდელი მდგომარეობით ჩატარდა კიდევ ინსტრუმენტული კვლევები ველოდებით დასკვნას. წინასწარი შედეგი ვიცით, რომ ნორმაშია ყველაფერი და უახლოეს დღეებში აღდგება მოძრაობის ჩვეული რიტმი,“-განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი ტალახაძემ.

დღის ამბები