03 მაისი 2024,   06:15
ვრცლად
"მთელი კამპანია ჩაერთვება იმის საწინააღმდეგოდ, რომ ამ კაცისგან დახატონ ურჩხული" - დავით საყვარელიძე ზელენსკიზე საუბრობს

უკრაინაში არჩევნების მეორე ტურს ელიან. ამ დროისთვის უცნობია, ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის ვის სასარგებლოდ გადანაწილდება მესამე ადგილზე გასული იულია ტიმოშენკოს ხმები.

უკრაინის პარტია ”ახალ ძალთა მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით საყვარელიძე ამბობს, რომ ვლადიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ოპონენტები ბინძური მეთოდებით იბრძვიან. საყვარელიძის ინფორმაციით, ზელენკის მოწინააღმდეგეებს სწორედ ის კომპანია ჰყავთ დაქირავებული, რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს აწარმოებდა. 

"რა თქმა უნდა, მთელი კამპანია ჩაერთვება იმის საწინააღმდეგოდ, რომ ამ კაცისგან დახატონ ურჩხული, რომ მას არ აქვს გამოცდილება, როგორ შეიძლება ვანდოთ ქვეყნის მართვა, ხომ არ შეიძლება, რომ ამ კაცისგან დადგეს მთავარსარდალი.  ზუსტად ის კომპანია ჰყავს დაქირავებული, რომელიც მუშაობდა მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ, ისრაელში დარეგისტრირებული კომპანია, ახლა აქ ახალ ნოუჰაუს არავინ მოიფიქრებს, რაც უკრაინაში მართლა კარგად გამოსდით და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ეს არის ბინძური კამპანიის წარმოება და ჩირქის მოცხება. მაგრამ იმდენად დიდი მოტივაცია შეიძლება გაუჩნდეს ხალხს, რომ შესაძლებელია ეს ტალღა ვეღარავინ გააჩეროს,"-განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დღის ამბები