03 მაისი 2024,   04:52
ვრცლად
თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ქვეყნის მმართველი გუნდი მარცხდება

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტია თურქეთში პოზიციებს კარგავს.

ადგილობრივ არჩევნებში რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, ქვეყნის მმართველი გუნდი მარცხდება. წინასწარი მონაცემებით, ანკარასა და სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში მერის პოსტზე მთავარი ოპოზიციური გაერთიანების "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" კანდიდატი ლიდერობს, სტამბოლში კი ერდოღანის პარტიაც და ოპოზიციაც ამტკიცებს, რომ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც მმართველმა გუნდმა ანკარაზე კონტროლი დაკარგა.

ექსპერტები თურქეთის ადგილობრივ არჩევნებს პრეზიდენტ ერდოღანის ნდობის შესახებ რეფერენდუმსაც კი უწოდებდნენ.

დღის ამბები