03 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
იაპონიაში ახალი საიმპერატორო ეპოქა სახელწოდებით "რეივა"იწყება

იაპონიაში ახალი საიმპერატორო ეპოქა იწყება. ახალი მონარქის მმართველობის ხანას ოფიციალურად "რეივა" უწოდეს, რაც წესრიგსა და ჰარმონიას ნიშნავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელწოდება იაპონური პოეზიის ძველი ანთოლოგიიდან შეარჩიეს.

ამჟამინდელი იმპერატორი 85 წლის აკიჰიტო სამეფო ტახტს საკუთარი სურვილით 30-თ აპრილს დათმობს, მეორე დღეს კი ქვეყნის ახალი მონარქი მისი უფროსი შვილი - პრინცი ნარუჰიტო გახდება. სწორედ პირველ მაისს დაიწყება იაპონიაში "რეივას" ეპოქის პირველი წელი.

დღის ამბები