03 მაისი 2024,   04:51
ვრცლად
"მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინული არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება" - უკრაინელი პოლიტოლოგები 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკრაინაში - საარჩევნო კომისიამ ხმათა 80%-ზე მეტი დათვალა.

უკრაინის პრეზიდენტის ასარჩევად  მეორე ტურის გამართვა გარდაუვალია. ანალიტიკოსები უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დრამატულად განვითარებას ელიან. პირველი ტურის ლიდერი იუმორისტი და ტელეპროექტ „კვარტალ 95“-ის წამყვანი ვლადიმერ ზელენსკია. მან ორჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით  დამკვირვებლებმა უკვე გააკეთეს შეფასებები.

ფონდ "დემოკრატიული ინიციატივის" დირექტორი ალექსეი გრანი ვარაუდობს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანია ხისტი იქნება. ანალიტიკოსები შვი პიარის ტალღას ელიანი. ალექსეი გარანი ამბობს, რომ უკრაინის საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ეყოფათ გონიერება, რომ არ დაუშვან არჩევნების გაყალბება.

„ეს არ არის საკითხი ვინ გაიმარჯვებს, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ,რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინული არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება,“-განაცხადა გარანიმ.

რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ის არჩევნების მეორე ტურში მხარს ღიად არავის დაუჭერს, თუმცა ფარულად ეცდება,რომ ზელენსკიმ გაიმარჯვოს.

 

დღის ამბები