03 მაისი 2024,   09:42
ვრცლად
"პარლამენტარები მუშებად" - შრომის ინსპექციის გააქტიურების მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა

"პარლამენტარები მუშებად", "მშრომელი ადამიანი საფრთხეშია" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე სტუდენტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ისინი ამ აქციით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეებმა სამძიმარი გამოუცხადეს თბილისში დაღუპული მუშების ოჯახებს და ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გააპროტესტეს. ისინი შრომის ინსპექციის გააქტიურებას მოითხოვენ.  

დღის ამბები