03 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
დაპირისპირება ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის - წალკის რაიონის სოფელ ბარეთში ვითარება დაძაბულია

ქართველების და აზერბაიჯანელების ფიზიკური დაპირისპირება - წალკის რაიონის სოფელ ბარეთში ახალგაზრდები  ერთმანეთს უკვე თვეებია უსწორდებიან. პოლიცია ბარეთში უკვე რამდენიმე დღეა 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს.

დაპირისპირების ვერსიები სხვადასხვაა. ნაწილი რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტზე საუბრობს. მეორე ნაწილი, დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ჩხუბი სიგარეტის გაო დაიწყო. 

სოფელ ბარეთში არსებული ვითარების შესახებ ვრცლად დეტალები, კურიერში 21:00 საათზე. 

დღის ამბები