02 მაისი 2024,   17:51
ვრცლად
მთავრობის მოთხოვნებს მოარგეთ კანონი - რეგლამენტის შესახებ კამათი ბოკერიასა და კობახიძეს შორის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა ახალი რეგლამენტი გააკრიტიკეს.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, რეგლამენტი, რომელიც რამდენიმე თვეა, ძალაში შევიდა, ოპოზიციას პრობლემას უქმნის და საპარლამენტო უმრავლესობაზეა მორგებული.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტი მთავრობის წევრებს ავალდებულებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდნენ, მინისტრები კანონმდებლობას არ ასრულებენ და თავიანთი სურვილის შესაბამისად იქცევიან.

დეპუტატმა ამის მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება მოიყვანა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია დეპუტატებმა კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს, ის სესიაზე მივიდა.

გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზეც ისაუბრა, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა. ოპოზიციის წევრმა კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას "უტიფარი" უწოდა.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი „საქართველოს პარლამენტმა ჩაატარა უაღრესად ეგზოტიკური, საოცარი ღონისძიება - "რეგლამენტის 100 დღე", დიდი ზარზეიმით. თავისთავად, რეგლამენტის ისტორია ცუდი ისტორიაა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა პრეცედენტი, როცა მთავრობა არღვევდა კანონს ცინიკურად და უტიფრად და თქვენ მოარგეთ მათ მოთხოვნებს კანონი. ფრაქციებს მოთხოვნის უფლება წაგვართვით იმიტომ, რომ ისინი არ დადიოდნენ. ჯერ ბატონმა გახარიამ დაარღვია რეგლამენტი, როცა კომიტეტზე მოვიწვიეთ და თქვა, სესია მირჩევნიაო, თქვა კი არა, ასე გააკეთა. ახლა ქვეყნის უმწვავეს კორუფციულ სკანდალზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უტიფრად უარს აცხადებს კომიტეტის მოსვლაზე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

ევროპული საქართველოს წევრს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

ირაკლი კობახიძემ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მიღწევად პარლამენტში მინისტრების მისვლა დაასახელა.

Image may contain: 1 person„რეგლამენტის 100 დღე" არ იყო საზეიმო ღონისძიება. ეს არ იყო იუბილის აღნიშვნა. ეს იყო ანგარიში, რომელიც ჩაბარდა შესაბამის სუბიექტებს და საუბარი იყო იქვე გამოწვევებზე. ჩვენ გვაქვს მიღწევებიც და გამოწვევებიც. მიღწევას რაც შეეხება, გასული 12 თვის განმავლობაში ზედამხედველობის ფორმატში სულ რვა მინისტრი, მთავრობის წევრი ეწვია პარლამენტს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე რეგლამენტთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ და ირაკლი კობახიძემ იკამათეს. ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა, რომ რეგისტრაცია დათქმულ დროს დაიწყოს და არა დაგვიანებით. ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ ბობოხიძემ რეგლამენტი დაარღვია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები