02 მაისი 2024,   11:47
ვრცლად
"გუნდი, რომელიც აირჩია, სუსტი აღმოჩნდა, ამიტომ ივანიშვილი იძლებულია, პროცესები თავად მართოს" - პრეზიდენტის ინტერვიუ "შპიგელთან"

"ივანიშვილის იძულებული გახდა, პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებულიყო" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა შპიგელთან ინტერვიუში ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნა არ მოსწონს, თუმცა, იძულებულია, პროცესები თავად მართოს, რადგან გუნდი, რომელიც მან აირჩია, სუსტი აღმოჩნდა და სახლში წასული ქართული ოცნების ლიდერი იძულებული გახდა, პოლიტიკური კულისებიდან პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებულიყო.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავა და უკან აღარ დაბრუნდება.

სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში ყვება, რომ ივანიშვილს ხშირად არ ხვდება და პოლიტიკური ანალიზის საფუძველს მათი იშვიათი კომუნიკაციაც აძლევს.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს უკვე გამოეხმაურნენ თბილისში.

მისი განცხადებები  არ გაკვირვებიათ ქართულ ოცნებაში. ე.წ. ძველებიც და ახლებიც დღეს ამტკიცებდნენ, რომ ზურაბიშვილს ამ შეფასებით ახალი არაფერი უთქვამს.

დეპუტატები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რეალობა სწორად დაუნახავს. თუმცა, ეკა ბესელია მმართველ პარტიაში პოლიტიკური პროცესებს უფრო მძიმედ აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილის მეორედ მოსვლა უკვე დაგვიანებულია. მისი მტკიცებით, პარტიის მართვის არასწორმა მეთოდებმა ოცნებას გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა.

ივანიშვილის ძალისხმევით გაპრეზიდენტებული სალომე ზურაბიშვილისგან ოცნების ლიდერზე მსგავს შეფასებებს "კომიკურს" უწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის საერთაშორისო პრესასთან მსგავსი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაფიოზურ კლანური მმართველობის სტილს, რომლითაც ახლა ივანიშვილი ქვეყანას მართავს.

დღის ამბები