27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნებზე და პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლა - "კურიერმა" ევროპარლამენტარების ორი წერილი მოიპოვა

საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები და პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა - კურიერმა ევროპარლამენტარების ორი წერილი მოიპოვა.

წერილი ევროპარლამენტისგან პრემიერმა მამუკა ბახტაძემ უკვე მიიღო.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, მათ შორის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის - ია კერზაიას, საქმეც არის ნახსენები.

ევროპარლამენტარები პრემიერს ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

კიდევ ერთი წერილი, რომელიც ევროკავშირში 11-მა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, უკვე გაუგზავნა ეხება იმას, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

11 გავლენიანი ევროპარლამენტარის ხელმოწერილ წერილში აღნიშნულია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოში 2020 წლისთვის უნდა მოხდეს.

„პოლიტიკური სტაბილურობის და ცივილური პოლიტიკური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და ყველა სანდრო ორგანიზაცია და თანამოსაუბრეები ევროკავშირს ეუბნებიან, რომ უკან გადადგმულია ნაბიჯია ის, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის გადადო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიალოგი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან 2020 წლისთვის საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად გარდაუვალია და უნდა მოხდეს კომპრომისი და ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს 2020 წლისთვის,“ - აღნიშნულია წერილში.

დღის ამბები