08 მაისი 2024,   07:45
ვრცლად
ეკონომიკაში თავისუფლება ნიშნავს დაბალ გადასახადებს - მიხეილ სააკაშვილი სამომავლო რეფორმებზე

„ეკონომიკაში თავისუფლება ნიშნავს დაბალ გადასახადებს, ახლოს ვერ უნდა გაეკაროს ვერცერთი პროკურორი, ვერცერთი ფარცხალაძე, ივანიშვილი,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ანაზღაურება უნდა გაეზარდოს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  თავისუფალი ეკონომიკა უნდა იყოს ქვეყანაში.

სააკაშვილის თქმით, ბიზნესს დაბალი გადასახადის გადახდა უნდა დაეკისროს და სამართლებრივი დევნა არ უნდა ხორციელდებოდეს. 

„თავისუფლება გაჭირვებისგან... თავისუფლება სისხლის სამართლებრივი დევნისგან, თავისუფლება ნებისმიერი ადმინისტრაციული ჩარევისგან. სხვა ტიპის გადასახადები უნდა იყოს საგადასახოსთან - სუფთა ნებაყოფლობითი, დაფუძნებული ძალიან გამჭვირვალე კანონებზე... თავისუფალი კონტრაქტის და თავისუფლება გაჭირვებისგან,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები