06 მაისი 2024,   06:19
ვრცლად
ვერ ვხედავ, სერიოზულ თემას, რომ ეს საკითხი კიდევ უნდა წამოიწიოს დღის წესრიგში - კილაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისთვის 11 გავლენიანი ევროპარლამენტარის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება. სოფო კილაძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ არჩევები 2020 წელს არა პროპორციული საარჩევნო სისტემით, არამედ მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება.

მმართველი გუნდის დეპუტატი ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დღის წესრიგში ამ ეტაპზე დადგეს.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. რამდენიმე დეპუტატს აქვს შესაბამისი უფლება, მიმართოს ქალბატონ მოგერინის, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო იმ წესით, რომელიც დღესაც მოქმედებს, ამაზე ვართ შეთანხმებული, მათ შორის ვენეციის კომისიასთან გვაქვს გავლილი, ყველას მიერ მოწონებულია, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ, სერიოზულ რაიმე თემას, რომ ეს საკითხი კიდევ უნდა წამოიწიოს დღის წესრიგში,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

გავლენიანი დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან საარჩევნო სისტემაზე დიალოგი დაიწყოს.

წერილში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ფედერიკა მოგერინის გაუგზავნეს, ისმის უმწვავესი შეფასებები და საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტო კრიტიკა. მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები, მათ შორის მასშტაბური ხმების ყიდვა, შურისძიების შიში და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და დაშინება.

ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები