06 მაისი 2024,   01:02
ვრცლად
მოსახლეობის აზრით, მთავრობის წევრთა პირადი ბიზნესი დიდ პრობლემას წარმოადგენს

მთავრობის წევრების პირადი ბიზნესი - „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მთავრობის წევრთა ბიზნესსაქმიანობა პრობლემას წარმოადგენს.

კითხვაზე რამდენად წარმოადგენს, ან არ წარმოადგენს პრობლემას მთავრობის წევრების მიერ საკუთარი ბიზნესის თანამდებობის პარალელურად ფლობა გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ეს დიდი პრობლემაა.

რესპონდენტთა 18% კი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ასევე „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მინისტრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები