03 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
ქურდობა თბილისში - ტექნიკის მაღაზია "PC Shop"-ი უკვე მეორედ გაქურდეს

ქურდობა თბილისში - ბოლო ერთ თვეში ტექნიკის მაღაზია "PC Shop"-ი უკვე მეორედ გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილის საათებში დაფიქსირდა. 

დამნაშავეებმა 14 კომპიუტერი 1 წუთზე ნაკლებ დროში წაიღეს. თანამშრომლების ინფორმაციით სამმა არასრულწლოვანმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში შეიჭრნენ.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

„3 ახალგაზრდა მამაკაცი შემოიჭრა მაღაზიაში, ჩაამტვრიეს შემოსასვლელი მინის კარი. ძარცვის შედეგად დაკარგულია დაახლოებით 14 ნოუთბუქი,“ - აცხადებს მაღაზიის მენეჯერი თემურ ჯაკობია.

დღის ამბები