06 მაისი 2024,   04:29
ვრცლად
60 %-ზე გაცილებით მეტს ჰგონია, პირველ რიგში, სახელმწიფო მოხელეების ინტერესი პირადი გამდიდრება და პირადი კეთილდღეობაა - ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ მფარველობენ საკუთარ ბიზნესს, იყენებენ ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის და საკუთარი გავლენებით ფარავენ იმ უკანონო საქმიანობას, საიდანაც ისინი შემოსავალს იღებენ. ეს არის ფრაგმენტი, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს კვლევიდან, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მოსახლეობის განწყობას ეხება. რესპოდენტებმა, კორუფციის მაჩვენებლები და უკანონო გარიგებებში მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაც შეაფასეს და ირკვევა, რომ მოსახლეობის შეფასებით, თუ ბიზნესი ოპოზიციას დააფინანსებს, მას შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებამ, ამავე დროს, გამოკითხულების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობის წევრების დიდ ნაწილს საკუთარი ბიზნესი აქვს და თანამდებობებს ამ ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი კვლევის შედეგებზე საუბრობს. 

„მაგალითად, 55 %-ზე მეტს მიაჩნია, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს პირადად მის ინტერესს. 60 %-ზე გაცილებით მეტს ჰგონია, პირველ რიგში, სახელმწიფო მოხელეების ინტერესი პირადი გამდიდრება და პირადი კეთილდღეობა. არის აგრეთვე, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი მიგნებებიც, ზოგადი კმაყოფილება სხვა და სხვა ინსტიტუტებით, ან ნდობა ინსტიტუტებისადმი, რომელსაც ასეთი სახით არ ველოდი. ამიტომ კვლევა საინტერესოა, მაგალითად, საკმაოდ მაღალია ნდობა პოლიციისადმი, არმიისადმი და ა.შ. ეს არ არის ინდივიდუალური და თითოეული პარტიისადმი ნდობის, ან მხარდაჭერის ხარისხის კვლევა. ჩვენ გვაინტერესებს დემოკრატიის ხარისხი საქართველოში და მომავალში ეს გამოკითხვის შედეგები, რომელსაც დღეს წარმოვადგენთ გახდება ნაწილი უფრო ფართო ერთიანი ანგარიშისა. არის ძალიან განსხვავებული დამოკიდებულებები, კონკურენტული გარემო და ქვეყანას განვითარება შეუძლია, თუკი პოლიტიკური ნება იქნება,“- აცხადებს ქეთევან ხუციშვილი.

დღის ამბები