06 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
ვალდებულები ვართ, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება და მივუთითოთ ხელისუფლებას, რა არის სწორი - ანა გომესი

ხმაურიანი წერილების ავტორების პირველი კომენტარი „კურიერთან“ - ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი დეპუტატები „რუსთავი 2-თან“ იმ მიზეზებზე საუბრობენ, რამაც მათ ფედერიკა მოგერინისადმი და მამუკა ბახტაძისადმი მიმართვის დაწერა გადააწყვეტინათ.

ევროპარლამენტის დეპუტატი პორტუგალიიდან, ანა გომესი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგი აწარმოოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის გაგზავნილ წერილშიც სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე არის საუბარი.

გავლენიანი დეპუტატები მოგერინის მოუწოდებენ, მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს, რათა ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024-ის ნაცვლად, 2020 წლის არჩევნებისთვის გადავიდეს.

ანა გომესის თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმული მწვავე შეფასებები იმ მიზნითაა გამოწვეული, რომ მათ სურთ, საქართველო უკეთესი ქვეყანა იყოს.

დაკავშირებული სურათი

„წერილით ფედერიკა მოგერინის ფაქტობრივად, შევთავაზეთ, დიალოგის ფორმატში წამოვწიოთ დისკუსია მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რადგან სწორედ ისინი უნდა შეთანხმდნენ. ეს წერილი გავუგზავნეთ, რადგან ვღელავთ. ვეთანხმებით ვენეციის კომისიის და სხვების შეფასებებს, რომ არსებული სისტემა უპირატესობას უმრავლესობას ანიჭებს. ეს კი აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. გვაღელვებს, რომ შესაძლოა, გადაიდოს 2024 წლის არჩევნებისთვის. საჭიროა ფართო თანხმობა მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის. ჩვენი მოვალეობაა, მოვუწოდებთ მხარეებს, დასხდნენ მაგიდასთან და განიხილონ. ეს არის საკითხი, რომელიც არ უნდა გადაიდოს.

"ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და კრიტიკა მხოლოდ თქვენი ქვეყნის გაუმჯობესებას ემსახურება. ვიცით, რომ ქართველ ხალხს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ, ამიტომ არ უნდა დავმალოთ, რაც მიუღებელია. ისინი უნდა მოგვარდეს. როგორც მეგობრები, ვალდებულები ვართ, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება და მივუთითოთ ხელისუფლებას, რა არის სწორი,“ - განაცხადა ანა გომესმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები