05 მაისი 2024,   16:43
ვრცლად
"არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე"- საკონსტიტუციო სასამართლო ტერმინის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობს 

"არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე"- სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ამ ტერმინის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მსჯელობს. 

საქმეში სახელწოდებით "გიორგი ბერუაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ" გასაჩივრებული ნორმის თანახმად, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვანის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე. 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ ბუნდოვანია და სხვადასხვა, მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას იძლევა.

მოსარჩელის არგუმენტაციით, აღნიშნული ტერმინი ანტისაზოგადოებრივი ქმედება არის ბუნდოვანი და მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მხარის განმარტებით, დასტურდება, რომ აღნიშნული ტერმინის პრაქტიკაში გამოყენება საერთო სასამართლოების მიერ, ხდება არაერთგვაროვნად, რაც მოსარჩელის განმარტებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება უნდა იყოს განსაზღვრული,“ - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა, გიორგი ლომთაძემ.

 

 

დღის ამბები