07 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
თბილისში მაღალი სტანდარტების სამედიცინო კლინიკა „ჯერარსის“ გაიხსნას პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი დაესწრნენ

თბილისში მაღალი დონის  სამედიცინო კლინიკის „ჯერარსის“ გახსნას პრემიერ მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი დაესწრნენ.

სამედიცინო დაწესებულებაში 45 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნა ჩადებული. კლინიკა ქართველი და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ არის დაპროექტებული და მისი ანალოგი საქართველოს მასშტაბით არ არსებობს. შენობა უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტით არის დაგეგმარებული.

აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

 

დღის ამბები