07 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
ალექსანდრე ახალკაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, მოსამართლემ 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა 

საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ახალკაცის ადმინისტრაციული საქმე განიხილა.

შსს ალექსანდრე ახალკაცს, 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც დაუმორჩილებლობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მოსამართლის მიერ მოწმეთა დაკითხვისა და ვიდეო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სასამართლომ ახალკაცს ადმინისტრაციული სახდელი 1500 ლარი დააკისრა.

ახალკაცი კი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებმა ის ზურაბ ჟვანიას მოედანზე სასტიკად სცემეს.

ყოფილი პოლიტპატიმარი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება შეასრულა. ახალკაცის განცხადებით, არც მტკიცებულებებით და არც მოწმეების ჩვენებებით მისი ბრალეულობა არ იკვეთება.

„ მოწმემ, რომელიც გამოძახებული იყო სასამართლოზე, დააფიქსირა, რომ ჩემი მხრიდან პოლიციელების მისამართით აბსოლუტურად არაფერი არ ყოფილა. პირიქით, იყო პოლიციის მხრიდან ძალადობა, მაგრამ ეს შედეგი, რომელიც ახლა ბატონმა მოსამართლემ დააყენა სრულიად არ იყო გასაკვირი.  მოსამართლეს ვეკითხები, რომელი სიტყვა იყო უცენზურო? პასუხი ვერ გამცა მოსამართლემ, რომელიც ამბობს, რომ „ კი, იყო დარღვევა“. დღეს სასამართლო უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მოსამართლე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, მაგრამ მიაღებინეს, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაწერილი. გადაწყვეტილება იყო ის, რომ ორივე მუხლში გამამტყუნა, თუმცა თვითონ არ იცის რატომ და სახდელის სახით დამაკისრა 1500 ლარი,“- აცხადებს ახალკაცი.

დღის ამბები