04 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
რუსეთმა რომ საქართველოში სამხედრო აგრესია განახორციელოს, რაზეა გათვლილი თქვენი შემუშავებული გეგმა? - "პატრიოტთა ალიანსის" კითხვა იზორიას

პარლამენტშ მთავრობის საათის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.  "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ მინისტრს შეკითხვა რუსეთის თემაზე დაუსვა და დაინტერესდა, რა გეგმა აქვს უწყებას შესაძლო ომის შემთხვეაში.

ლომია დაინტერესდა, იმ ფონზე, როცა რუსეთთან ურთიერთობები იძაბება, რა გეგმა აქვს სამინისტროს, თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოში ომს დაიწყებს.

"ყოველდღე უფრო და უფრო იძაბება ურთიერთობები რუსეთთან. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შესაძლებელია ისე ინტერვენციისა და სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გავხდეთ, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს რაღაც გეგმა გექნებათ შემუშავებული, მაგრამ რამდენად რეალურია ეს გეგმა და რაზეა გათვლილი,"-ამბობს გიორგი ლომია. 

 

დღის ამბები