30 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
"დარჩი სახლში" - მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდები მდუმარე აქციას მართავენ

„დარჩი სახლში“ - ამ მოწოდებით, ორგანიზაცია „ერთად სახლშის“ ახალგაზრდული ფრთა მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებმა შენობასთან სამგზავრო ჩანთები მიიტანეს, რომლებზეც სტიკერებია დატანილი წარწერით - „ერთად სახლში“.

აქტივისტები მოუწოდებენ ახალგაზრდებს არ დატოვონ ქვეყანა. 

„ჩვენ გვინდა, ახალგაზრდებს ვაჩვენოთ,რომ დარჩნენ საქართველოში. ვიცით, რომ უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს საქართველოდან წასვლა. მაგრამ ვფიქრობთ, მოვიდა დრო გავერთიანდეთ, დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რათა შევცვალოთ ქვეყანაში სიტუაცია,რომ არ წავიდეთ და არ დავტოვოთ ქვეყანა“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ აქციას ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.

დღის ამბები