03 მაისი 2024,   10:39
ვრცლად
დავით ბაქრაძე ალგეთის მოსახლეობას, მარნეულის მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვდა

ვროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა. 

ალგეთის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ერთ წელზე მეტია, ალგეთი წყლის გარეშე ცხოვრობს. სასმელი წყალი სოფლის მხოლოდ ნახევარ მოსახლეობას აქვს და ისიც გრაფიკით. დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი პრემიერის სახელზე გაგზავნილი წერილიც. 

დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს, მარნეულის მერობის კანდიდატთან ერთად, მოუსმინა და თანდგომას დაჰპირდა.

მისი განცხადებით, ევროპული საქართველო ოფიციალურად მიმართავს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს. 

„მოვითხოვთ მათი წყლის პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პრობლემა უფრო დიდია. ამ პრობლემიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - სახლში გავისტუმროთ უმაქნისი ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემები და არაფერს არ აკეთებს მათ მოსაგვარებლად. გამოვიყენოთ ნებისმიერი არჩევნები მთავრობისთვის ჩვენი ძალის საჩვენებლად, უმაქნისი ქართული ოცნების სახლში გასაშვებად და იმისთვის, რომ ცხოვრება წავიდეს წინ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები