03 მაისი 2024,   09:34
ვრცლად
რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, 5 ადამიანი მოიწამლა, მათგან 2 ბავშვია

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, 5 ადამიანი მოიწამლა, მათგან ორი - 5 თვის და  3 წლამდე ასაკის ბავშვია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, უფროსები კი ცენტრალურ საავადმყოფოში.

ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

დღის ამბები