03 მაისი 2024,   07:49
ვრცლად
აფეთქება დიღმის მასივში - #5 კორპუსის მცხოვრებლები ღამეს საკუთარ სახლებში ვერ გაათენებენ

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეხუთე კორპუსის მცხოვრებლები ღამეს საკუთარ ბინებში ვერ გაათენებენ. აფეთქების შემდეგ კორპუსის მდგრადობაზე საბოლოო ინფორმაცია ექსპერტებისთვის ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 2 სადარბაზოს მოსახლეობა დღევანდელ ღამეს საკუთარ ბინებში არ გაატარებენ.

დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში აფეთქება დღეს შუადღისას მოხდა.

აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა. მათგან ყველაზე მძიმეა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მეზობლების ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ბინაში სადაც აფეთქება მოხდა მდგმური იყო. სახლი გუშინ იქირავა და დღეს ნივთების გადმოტანას აპირებდა. ბინის მესაკუთრე სავარაუდოდ ემიგრანტია, მას მეზობლები არ იცნობენ.

ძლიერმა აფეთქებამ მესამე სართული, სადაც აფეთქება მოხდა, სრულად გაანადგურა.

მაცხოვრებლების ნაწილი აფეთქების წუთებში ამბობდა, რომ გაზის სუნი შემთხვევამდე კარგახნით ადრე იგრძნეს და 114-ზე დარეკეს კიდეც, თუმცა რეაგირება მხოლოდ ერთ საათის შემდეგ მოგვიანებით მოხდა. "ყაზტრანსგაზ თბილისის" ოფიციალური ინფორმაციით, კი შეტყობინება მათთან 11 საათსა და 50 წუთზე შევიდა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები