03 მაისი 2024,   06:07
ვრცლად
21 დაღუპული და 27 დაშავებული - ლიბიაში საომარი მოქმედებები გრძელდება

ლიბიის დედაქალაქთან საომარი მოქმედებები გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ კონფლიქტს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაშავებულია 27-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.  ლიბიის ე.წ. ეროვნული არმია, გენერალ ჰალიფა ჰაფ-ტარის ხელმძღვანელობით, უკვე მეხუთე დღეა ქვეყნის დედაქალაქს უტევს.

მათ ტრიპოლის აღმოსავლეთ რაიონებზე პირველი საჰაერო იერიშიც მიიტანეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც საერთაშირისო გაერთიანება უჭერს მხარს, შეტევა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. ვითარების ესკალაციის გამო, ლიბიიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამბოხებულ გენერალს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა ოფიციალურმა ვაშინგტონმაც.

დღის ამბები