03 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
თარიღი კვლავ შეიცვალა - უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები სავარაუდოდ, 14 აპრილს გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები სავარაუდოდ, 14 აპრილს გაიმართება. ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკო ოლიმპიურ სტადიონზე, დაგეგმილზე 5 დღით ადრე მიიწვია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დებატები შემდეგ ტურში გასულ კანდიდატებს შორის, საარჩევნო კანონის შესაბამისად, 19 აპრილს უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას ზელენსკი.

მანამდე მსახიობმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ნომერ პირველი ამოცანა მისთვის დონბასში საომარი მოქმედებების შეწყვეტა იქნება.

დღის ამბები