03 მაისი 2024,   03:42
ვრცლად
ლიბიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს

ლიბიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო პროკურორთან შეხვედრის დროს ე.წ. ეროვნული არმიის ლიდერის, გენერალ ხალიფ ჰარფატის დაკავების ორდერის გაცემაც მოითხოვა.

სამთავრობო ძალების ცნობით, ტრიპოლის მახლობლად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. შეტაკებების დროს 14 მებრძოლი დაკარგეს ამბოხებულებმაც.

ვითარების ესკალაციის გამო დასავლეთის ქვეყნებმა ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. ორ საათიანი ჰუმანიტარული ზავი მოითხოვა გაერომაც, თუმცა დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი არ შეწყვიტეს.

დღის ამბები