03 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
მალტაში თავდამსხმელს ეძებენ - დაჭრილებს შორის ერთ-ერთი ქართველია

მალტაში თავდამსხმელს ეძებენ, რომელმაც ქალაქ ბირზე-ბუჯასთან მიგრანტებს ცეცხლი გაუხსნა.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ სროლის დროს ერთი ქართველი დაიჭრა. მომხდარის შესახებ პოლიციას სწორედ მან შეატყობინა.

დაჭრილ ქართველთან ერთად საავადმყოფოში კიდევ ერთი დაზარალებული გადაიყვანეს. მისი ვინაობა უცნობია.

პოლიციის ცნობით, მესამე მიგრანტი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, კოტდიუვარის მოქალაქეა. თავდასხმა ღამის 11 საათზე მოხდა. თავდამსხმელმა ცეცხლი ტოიოტას მარკის ავტომობილიდან გახსნა და მიიმალა. მისი ვინაობა სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს.

დღის ამბები