07 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარეს ირჩევს 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევს. ელგუჯა გვაზავას 5 წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება, თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი კი, მისი მოადგილეები არიან.

გვაზავა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს უკვე 10 წელი ანუ 2 ვადით იკავებდა. შესაბამისად, დღეს ახალი კანდიდატი უნდა აირჩიონ.

„დადგა დრო, რომ მოვიდნენ ახალი ადამიანები. შეიძლება ახალი ხედვა უფრო სჯობდეს, ნახონ. მე არსად არ მივდივარ, მე აქ ვარ და ვიქნები იქ, სადაც იქნება ჩვენი ქვეყნის და კერძოდ, აფხაზეთის საკითხები ყოველთვის. ვერ დავიბრუნე აფხაზეთი და მტკივა ამაზე გული,“- განაცხადა გვაზავამ.

დღის ამბები