27 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
თუ ეროვნული ბანკი შეატყობს, რომ მკვეთრი შემცირებაა საცალო ვაჭრობაში, შესაძლებელია ცვლილებები განხორციელდეს - ირაკლი კოვზანაძე

„თუ ეროვნული ბანკი შეატყობს, რომ მკვეთრი შემცირება არის საცალო ვაჭრობაში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს,“ - ეს განცხადება, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ  საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი კოვზანაძე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ რეგულაციების ამოქმედებიდან მინიმუმ, 6 თვე მაინც უნდა გავიდეს, რათა ეროვნულმა ბანკმა ცვლილებების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღოს.

"მე ვფიქრობ, თუ ეროვნული ბანკი შეატყობს, რომ მკვეთრი შემცირება არის საცალო ვაჭრობაში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მიიღოს ელასტიური გადაწყვეტილებები და გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს იქ, სადაც ასეთი მკვეთრი შემცირება იქნება. ხოლო ჩემი პერსონალური მოსაზრება გახლავთ, რომ დეველოპმენტში, სადაც ასეთი შემცირება არის, გარკვეული დაკვირვების შემდეგ ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

არსებული ინფორმაციით, ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ გაყიდვები განახევრდა, ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩა და მილიონიანი ბიზნესს გაკოტრების საფრთხე დაემუქრა. ამ საფრთხეებზე დეველოპერული კომპანიები საუბრობენ და მთავრობას რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან. კობა გვენეტაძის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება. „თიბისის საქმე“ და ახალი საბანკო რეგულაციები მთავარი სადისკუსიო საკითხებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები