26 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
facebook ტროლები, რუსული "В Контакте" და "Одноклассники"-დან მოპარული ფოტოები - აგენტების ქსელი გაშიფრულია

აგენტების ქსელი გაშიფრულია - სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები და ოპოზიციის მძაფრი კრიტიკოსები ძირითადად ტროლები არიან, რომლებიც რუსული "В Контакте" და "Одноклассники-ის"  ანგარიშებიდან მოპარული ფოტოებით სარგებლობენ. "მედიის განვითარების ფონდმა" ტროლების ერთი ქსელი შეისწავლა და გამოაქვეყნა იმ 15 აგენტის მონაცემები, რომლებიც კონკრეტულ პირებს კონკრეტული მიზნით თავს ესხმოდნენ ან დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. 

ვინ დგას ამ პროექტის მიღმა? - ფონდს პირდაპირი პასუხი არ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ ტროლები მუდმივად ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავენ.

საქართველომ შავი პიარის და ყალბი ახალი ამბების ექსპორტით სახელი უკვე საზღვარგარეთაც გაითქვა. ოპონენტების გაშავება, აგრესიული პოლიტიკა, შავი PR, სრულ ნეგატივზე დამყარებული წინასაარჩევნო კამპანია - პარალელები საქართველოსა და უკრაინას შორის ზელენკსის გუნდის წევრებმა გაავლეს. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უკრაინაში პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს იგივე მეთოდებით ებრძვის და წინასაარჩევნოდ იმ შავ PR  ტექნოლოგიებს ქირაობს, რომლებმაც კვალი მანამდე უკვე დატოვეს საქართველოსა და რუმინეთის საარჩევნო კამპანიაში.

PR​ ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად ოპონენტების გაშავება მხოლოდ მოკლევადიან მონაკვეთზე მუშაობს და ვინაიდან ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველო და უკრაინაა წინასაარჩევნოდ მომხდარს ან ნათქვამს არჩვენების შემდეგ არავინ არკვევს ასეთს საზოგადოებაში ასეთი მეთოდები მიზანს უფრო მარტივად აღწევს.

დღის ამბები