03 მაისი 2024,   08:42
ვრცლად
დონალდ ტრამპი თანამდებობიდან კიდევ ერთ მაღალჩინოსანს ხსნის

დონალდ ტრამპი თანამდებობიდან კიდევ ერთ მაღალჩინოსანს ხსნის. გავრცელებული ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის დირექტორის რანოლდ ალესის პოსტიდან გათავისუფლება გადაწყვიტა. შესაბამისი დავალება მან ადმინისტრაციის უფროსს მაიკ მალვინს უკვე მისცა.

თანამდებობა გუშინ შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კირსტენ ნილსენმაც დატოვა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიმდინარე საკადრო ცვლილებებმა უკვე წმენდის სახე მიიღო.

დღის ამბები