06 მაისი 2024,   08:22
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა თელავში - უნივერსიტეტის ეზოში 25 წლის სტუდენტს ესროლეს

შეიარაღებული თავდასხმა თელავში - სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში უცნობმა მამაკაცმა 25 წლის სტუდენტს ესროლა. გასროლა ქალაქის ცენტრში მაშინ მოხდა, როდესაც ავთო კიკნაძემ უნივერსიტეტის ეზოში ავტომობილი გააჩერა და ლექციაზე შედიოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომლმაც შემთხვევის ადგილი გასროლისთანავე დატოვა.

რა გახდა სტუდენტზე შეირაღებული თავდასხმის მოტივი ოფიციალური ინფორმაცია, საგამოძიებო უწყებას ჯერ არ გაუვრცელებია. ერთ-ერთი ვერსიით კი, დაჭრა ორი კვირის წინ თელავში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.

ვერსიებზე საუბარი უჭირთ თელავის უნივერსიტეტშიც, სადაც ამბობენ, რომ შენობის გარეთ მაშინ გამოვიდნენ, როდესაც დაჭრილი ახალგაზრდა შესვლას ითხოვდა.

შეირაღებული თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით საუბარი არც დაჭრილი სტუდენტის ოჯახს სურს.

დაჭრილი სტუდენტი უნივერსიტეტის ეზოდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას 2 ჭრილობა აქვს მიყენებული.

სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამოძიება კი მომხდარზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები