07 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
„აქ თითოეულ პატარა არჩევნებს ექნება დიდი მნიშვნელობა“- „ევროპულმა საქართველომ“ წყალტუბოში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულის თემში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ზაურ ქაშიბაძე დაასახელა.

კანდიდატი პარტია  „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან, გიგი უგულავასთან და აკაკი ბობოხიძესთან ერთად მოსახლეობას დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ხომულის თემის მოსახლეობას მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, კვლავ ჩნდება ფაროსანას პრობლემაც.

პარტია „ ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების ეპოქა დადგა და თითოეული არჩევნები ბიძინა ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

„საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური ოპოზიციას გამარჯვებული აქვს. აქ ხალხი გამოფხიზლებულია უკვე დიდი ხანია. ხედავს იმ უკუსვლას, ხედავს იმ უბედურებას და იმ რაღაცა „დაპაუზებას“ , რომელიც წყალტუბოში კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. აქ თითოეულ პატარა არჩევნებს ექნება დიდი მნიშვნელობა,“- განაცხადა უგულავამ.

დღის ამბები