06 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
აზიური ფაროსანას შემოსევა და სახელმწიფო უწყებების მუშაობა - აუდიტი კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს

აზიური ფაროსანას შემოსევა შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების დაგვიანებული რეაგირების გამო მოხდა - სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხმაურიან დასკვნას აქვეყნებს. მაკონტროლებელმა ორგანომ რამდენიმე საკითხი შეისწავლა, მათ შორის რამდენად ეფექტური იყო ის თანხები, რაც სხვადასხვა უწყებამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად. საუბარია, დაახლოებით 900 ათას ლარზე, რომელიც 2 წლის განმავლობაში დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურს აინტერესებდა, რამდენად დროული იყო ის ღონისძიებები, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ უწყებებმა განახორციელეს. აუდიტის სამსახურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შენიშვნები აქვს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს გავრცელდა აზიური ფაროსანა საქართველოში, პრევენციული ღონისძიებები სახელმწიფო უწყებამ, მინიმუმ, ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო.

აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის განყოფილების უფროსის, თორნიკე შერმადინის თქმით, დროული პრევენციული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელი იყო აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის შემცირება, რაც ასე არ მოხდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებას წინასწარ პრევენციული ღონისძიების განხორციელების საშუალება არ ჰქონდა. მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის თქმით, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანა აფხაზეთში გავრცელებული იყო.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც 900 ათასი ლარის ხარჯვას ეხება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს კამპანია ეფექტური იყო. თუმცა მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ მის მის სრულყოფილ ეფექტურობას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუშალა, მათ შორის იყო წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის ქმედებები.

„ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური ინსინუაციების ნაწილი. ფაქტობრივად, ეს არის პერიოდი, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ ისეთი ღონისძიებები ჩაატარეს, რომ შეაშინეს მოსახლეობა, მოსახლეობას დაამალინეს, დაამარხინეს წამალი,“ - განაცხადა ხანიშვილმა.

დღის ამბები