07 მაისი 2024,   00:14
ვრცლად
ივანიშვილის შეხვედრა პატრიარქთან - "ოცნების" თავმჯდომარე ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაჰპირდა

ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირებს, ივანიშვილს და ილია მეორეს შორის საუბრის თემა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შეეხო, მათ შორის, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.

ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით იმუშავებს.

„ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

Image may contain: 4 people, people smiling, people standing and suitსაპატრიარქოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს ასევე, სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება.  ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები