06 მაისი 2024,   10:43
ვრცლად
სოლიდარობის აქცია ფოთში - ადგილობრივმა ტაქსის მძღოლებმა თბილისში მოძრავი ტაქსების მხარდამჭერი აქცია გამართეს

ტაქსის მძღოლების აქცია ფოთში - აქციის მონაწილეებმა საყვირების გაბმული ხმით მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიარეს. ამ ფორმით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც დედაქალაქში მუშაობენ და მერიის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

მერიის ახალი რეგულაციების მიხედვით ავტომობილების თეთრად გადაღებვა მოუწევთ. ამასთან, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ იმ ნორმასაც, რომლითაც აიკრძალება მარჯვენასაჭიანი მანქანების მომსახურება. აქციას ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის წევრებიც შეურთდნენ.  

დღის ამბები