06 მაისი 2024,   08:26
ვრცლად
ხორცი, რომელსაც მოსახლეობა ყიდულობს ფაქტობრივად ქუჩაში ყრია - "კურიერს" ე.წ. დეზერტირების გვირაბში უმძიმესი ვითარება დახვდა

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც პირდაპირ ქუჩებში იყიდება - "კურიერის" გადამღებ ჯგუფს, ე.წ. დეზერტირების გვირაბში უმძიმესი ვითარება დახვდა. ხორცი, რომელსაც მოსახლეობა ბაზრის გარეთ შედარებით დაბალ ფასად ყიდულობს, ქუჩაში ყრია.

მოვაჭრეები კი, რომლებსაც პროდუქციის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ, „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე გარბიან და ხორცს მაცივრებში მალავენ. 

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, მოვაჭრეები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოტა ხნის დააჯარიმა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის გაყიდვა აკრძალა. სააგენტომ რამდენიმე კვირის წინ, დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიიდან 500 კგ. ცხენის ხორცი ამოიღო.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ფორმა 2, ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ არ აქვს, ზოგი მათგანი კი ამბობს რომ აქვს, თუმცა გადამღებ ჯგუფს არ უჩვენეს.  

"რა უფლება გაქ რომ მოდიხარ, ვინა ხარ, შემოგილეწო ეგ კამერა“ - მიმართა ერთ-ერთმა მოვაჭრემ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები