07 მაისი 2024,   00:52
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა მართლმსაჯულების რეფორმის კვლევის შედეგები წარადგინა

მართლმსაჯულების რეფორმის კვლევის შედეგები - ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა კვლევის ავტორებთან ერთად გაასაჯაროვა.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, გამოკითხულთა 51% სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს დადებითად აფასებს.  

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას თავად მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები იღებდნენ.

„დღევანდელ სასამართლოებს აქვს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე ჰქონდა. ამას ფიქრობს საზოგადოების 51 % . სხვა ევროპულ ქვეყნებშიც კვლევები ჩაუტარებიათ და ჩვენ ახლოს ვართ ამ მაჩვენებლით საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში,“- განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები