07 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
"დახმარებას ჰპირდებიან, მაგრამ არაფერი შესრულდა" - სანდრა რულოვსი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა 

სანდრა რულოვსი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ის საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერა, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული პირები ცხოვრობენ. 

რამდენიმე კვირის წინ საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი ახადა, როს გამოც მე-4 სართულზე საცხოვრებელ ბინებში წყალი ჩადის. 

”ძალა ერთობაშია"-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კორპუსში შესახლებულ ოჯახებს უკვე რამდენიმე თვეა შენობის გადახურვას ჰპირდება, თუმცა როგორც ყოველთვის არაფერი შესრულებულა.

„აქ რამდენიმე კვირის წინ ქარმა ახადა სახურავი და სამწუხაროდ მთელ მე-4 სართულზე ყველა ბინაში არის ჩამოსული წყალი. ამის გამო იყვნენ მოსულები ქალაქიდან რამდენიმეჯერ. ჰპირდებიან, მაგრამ არაფერი არ შესრულდა, როგორც ყოველთვის. ზუგდიდში, როცა არის ასეთი პრობლემები, მოდის მთავრობიდან წარმომადგენელი, მაგრამ არაფერი არ ხდება. ჩვენ სადაც დავდივართ, ჯერ ერთი ძალიან ცუდი გზა არის აქამდე, ამას თუ გზა ჰქვია და მერე ასეთი სიტუაცია რომ დაგხვდება. გუშინაც იყვნენ მოსულები აქ, ეტყობა გაიგეს, რომ ჩვენ ვაპირებდით მოსვლას. დღესაც რწმუნებული თვითონ შეწუხდა და აქ იყო მოსული და კიდევ ერთხელ დაპირდა ბატონ ჯემალს, რომ გაგიკეთებ სახურავსო. ერთხელ კი გააკეთეს რაღაც დროებით, მაგრამ ისევ გაფუჭდა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები