06 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
ფაქტობრივად მათ არჩევნები გააუქმეს, ხალხი დასჯის მათ - რომან გოცირიძე სამეგრელოს ინციდენტს ეხმაურება

"ყველაზე დიდი შემაკავებელი ფაქტორი არის ხალხი. ხალხი დასჯის მათ. კანონი ხომ დასჯის თავის დროზე, მაგრამ ხალხი მოუღებს ბოლოს იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ადამიანებს ართმევენ პატიოსანი გზით ხელისუფლების გადარჩევის საშუალებას. ფაქტობრივად, მათ არჩევნები გააუქმეს. ეს არავის შერჩება,“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას.

გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლებას არ აინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე შეფასებები და რეკომენდაციები. ოპოზიციის წევრის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ არჩევნები ძალადობით მოიგოს.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„ზუგდიდში მომხდარი ძალადობა არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა, არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, დიდი სახელმწიფო, მათ შორის აშშ და მისი სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელთაც არ აღენიშნოთ, რომ ეს არის მოსყიდული, ძალადობრივი გზით და უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები. ვინმე იფიქრებდა, რომ ხელისუფლება ოდნავ მაინც არ შეცვლიდა თავის ტაქტიკას? არა. მათ არ აინტერესებთ არავისი აზრი. მათ აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.

დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები