01 მაისი 2024,   17:53
ვრცლად
შალვა შავგულიძე იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატივით გამოდის.

შალვა შავგულიძის ამ ინიციატივას პარლამენტს "ევროპული საქართველო"  წარუდგენს. ლაპარაკია პარლამენტის მიერ არჩეულ საბჭოს სამ წევრზე- შოთა ქადაგიძეზე, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავაზე.

ინიციატივის ავტორების თქმით, ამ პირებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, კანონიერი პროცედურების გარეშე წარუდგინეს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. პარტიის წევრები მოსამართლეებს კლანის მიმართ მორჩილებაში ადანაშაულებენ.

„საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას კამუფლაჟი თითქოს ის შეიმუშავებს კრიტერიუმებს. მაგრამ უკვე პირველი მოსმენით აქვს მიღებული ისეთი კრიტერიუმები  და ისეთი პროცედურები რომელიც მხოლოდ კვლავ იუსტიციის საბჭოში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს კანდიდატებს შერჩევას. ისინი უკვე ამოეფარებიან ფორმალურად თითქოს უკვე არსებულ კრიტერიუმებს და პროცედურას. წარადგენენ თვითნებურად მხოლოდ მათთვის სასურველ წევრებს და გარედან ჩარევის მექანიზმს არ ითვალისწინებს ეს კანონი,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

დღის ამბები