01 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
არანაირი ბრალი არ მიმიძღვის - სასამართლო ამ წუთებში ზუგდიდში მომხდარი ინიცდენტის დროს დაკავებული ჩხეტიას საქმეს განიხილავს

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას საქმეზე სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. მას გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობს.

„არავითარ შემთხვევაში თავს არ ვცნობ დამნაშავედ. ეს იყო პოლიტიკური პროვოკაცია დაგეგმილი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსის ირაკლი ფაცაციას მიერ. მოსამართლე მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და გამათავისუფლებს. იმიტომ რომ არანაირი ბრალი არ მიმიძღვის. არ არსებობს  ბუნებაში ვიდეო კადრები, რომ მე მას სიტყვიერი ან რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე. ეს არის ტყუილი. ჩვენ თანამებრძოლებს აშინებდა ირაკლი ფაცაცია. მე დამინახა და როგორც კი მე დამინახა, ეგრევე მე დამავლო ხელი და წამიყვანა,“-განაცხადა მანუჩარ ჩხეტიამ.

მანუჩარ ჩხეტიას მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ მისი ოჯახის წევრებიც. დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

„ნაციონალი რომ იყო ამიტომ არის მასზე დევნა. მეტი სხვა დანაშაული მაგი ისეთი პიროვნება არ არის რომ რამეს ჩაიდენს და ვინმეს რამეს დაუშავებს. კადრებშიც ჩანს როგორ თავისუფლად ამბობს, რომ მოვდივარ, ნუ „მეკაჩავებით.“ სხვა რამეს თუ მოიგონებენ არ ვიცი. რა დააშავა, რა უნდა აღიაროს? ,“-განაცხადა მანუჩარ ჩხეტიას დედამ.

ინციდენტი გუშინ მოხდა. ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს, მათგან ორი ანა წითლიძე და გიორგი პატარაია გუშინ ღამითვე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

დღის ამბები