01 მაისი 2024,   18:10
ვრცლად
შალვა შავგულიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი მოითხოვს.

პერსონალურ პასუხისმგებლობას შალვა შავგულიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მისი ინიციატივის მხარდაჭერისთვის აკისრებს.

ინიციატორები ამბობენ, რომ სწორედ ამ სამმა პირმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სიის უკანონოდ წარდგენაში.

ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ შოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი და ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ. პარლამენტმა კი მათი შერჩევისას აუცილებელი პროფესიული კრიტერიუმებიც არ დაიცვა.  

უმრავლესობაში ინიციატივას ყურადღების მიქცევის მცდელობად აფასებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ მისი კოლეგები სისტემაში გაბატონებული კლანის ინტერესებს ემსახურებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 6 არამოსამართლე წევრია. მათგან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს კი პარლამენტი ირჩევს.

დღის ამბები