06 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
"როგორ ვიქნები კმაყოფილი ამ ყველაფრის მერე, რაც მოვისმინე პოლიციის მხრიდან? ერთი ტყუილი მეორეზე" - სანდრა რულოვსი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მანუჩარ ჩხეტია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს, რისი განხილვაც ვერ მოესწრო.

მისივე ინფორმაცით, სარეზოლუციო ნაწილი 19 აპრილს გამოცხადდება.

მხარეებმა საქმეში არსებული ფოტო-ვიდეო მასალები განიხილეს. პატრულ ინსპექტორმა სხდომაზე განაცხადა, რომ ფაქტის სამკერდე კამერით ან ტელეფონით გადაღების საშუალება არ მიეცა.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში, სანდრა რულოვსი, პოლიციის თანამშრომელს სიცრუეში ადანაშაულებს. 

„როგორ ვიქნები კმაყოფილი ამ ყველაფრის მერე, რაც მოვისმინე პოლიციის მხრიდან? ერთი ტყუილი მეორეზე. ვერც იმეცადინა კარგად, რა უნდა ეთქვა იმიტომ, რომ თავის თავს ეწინააღმდეგებოდა სულ და დარბაზი, უბრალოდ, ვერ იკავებდა თავს რეაქციებისგან, ასეთი სისულელეები და ტყუილები ითქვა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ოქმის შემდგენი ინსპექტორ-გამომძიებელი, ნიკა ნინუა, ამტკიცებდა, რომ ჩხეტიამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და შეურაცხყოფა მიაყენა ზუგდიდის პოლიციის უფროსს და სამართალდამცავებს. 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სამეგრელოში ინციდენტი მოხდა. სოფელ ნარაზენში სანდრა რულოვსსა და ამომრჩევლებს შორის მიმდინარე შეხვედრას დაუდგებელი პირები უთვალთვალებდნენ. 

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო. დაპირისპირების დროს კი ენმ-ის სამი წევრი დააკავეს, მათ შორის, მანუჩარ ჩხეტია.

დღის ამბები