06 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
მოძრაობა "დაიცავი საქართველო" 7-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ აქტიურდება

მოძრაობა დაიცავი საქართველო 7-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ აქტიურდება. მოძრაობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ქუჩის საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, ახლა ბიძინა ივანიშვილის მმართველობას აკრიტიკებს და ბრძოლას ქართულ ოცნებასთან ერთად, ისევ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გეგმავს.

მოძრაობის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლი დავით მაღრაძეა, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების და ივანიშვილის მმართველობის სტილი მისთვის მიუღებელია და თანამოაზრეებთან ერთად, დაიცავი საქართველო არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს.

მოძრაობას უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატებიც უერთდებიან. პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ შეკრების მიზანი არის ის, რომ ახალ თაობას გადაეცეს ესტაფეტა.

პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, წლების წინ დაიცავი საქართველოს ყველა აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული. რაც შეეხება თანამშრომლობას, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შეკრების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

შეკრების ინიციატორი, დავით მაღრაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპოზიციაშია. თუმცა, მისი მთავარი მიზანია, რომ "ოცნება" ისე შეიცვალოს, რომ წინა ხელისუფლება ხელისუფლების სათავეში კვლავ არ მოვიდეს. 

დღის ამბები