06 მაისი 2024,   10:50
ვრცლად
"პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით იმ ტენდენციას, რომლითაც სახიფათო ხდება წარსულში ძალადობრივი ქმედებების რეანიმაციის ფაქტი" - ეკა ბესელია

„ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით იმ ტენდენციას და მოვლენას, რომლითაც სახიფათო ხდება წარსულში ძალადობრივი ქმედებების რეანიმაციის ფაქტი,“ - ეს განცხადება დაიცავი საქართველოს შეკრებაზე მისულმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ წარსულის დაბრუნება დაუშვებელია და ყველა ის ადამიანი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ვისაც მიაჩნია, რომ დღესაც დასაშვებია ძალადობა.

„ამიტომ, პიროვნებები კი არ არის აქ ჩვენი სამიზნე, არამედ გვინდა ცვლილებები, ვებრძვით იმას, რომ არ მოხდეს წარსულის აღზევება და ამ ცვლილებების პროცესში გვინდა, რომ იყოს უკეთესი რეალობა, ეს არის მთავარი იდეა. ამიტომ უნდა შეიცვალოს ყველა, ვინც არის მართვის სადავეებთან და ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც წარსულში ხდებოდა ძალადობის სახით, დღეს შეიძლება, ეს იყოს დასაშვები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეკრებაზე ასევე მივიდა საკრებულოს უმრავლესობიდან წასული დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი. ის ივანიშვილის მმართველობაში არსებით პრობლემას ვერ ხედავს.

„ივანიშვილი არის ერთი გვარი. თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ, ბიძინა ივანიშვილს სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავს და ბიძინა ივანიშვილს გაზი არ გაუშვია,“ - ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.

დღის ამბები